მამუკა ხაზარაძის „ლელო“ დღეიდან პარტიის რიგებში მოქალაქეთა რეგისტრაციას იწყებს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ დღეიდან, 31 ოქტომბრიდან პარტიის რიგებში მოქალაქეთა რეგისტრაციას იწყებს.
“ლელოში” აცხადებენ, რომ  მოძრაობის ლიდერი მამუკა ხაზარაძე პირადად შეხვდება რეგისტრაციის თითოეულ მსურველს.

მოქალაქეთა რეგისტრაცია „თბილისი ცენტრალში“, 12:00 საათზე დაიწყება.