მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია 12 სექტემბერს, ანაკლიაში გაიმართება

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია ხვალ, 12 სექტემბერს, ანაკლიაში გაიმართება.  ღონისძიებაზე ოფიციალურად პირველად დასახელდება ორგანიზაციის სახელწოდება და ორგანიზაციის მიზნები.

საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია 12:00 საათზე დაიწყება.