“ეს იყო ყველაზე რბილი გადაწყვეტილება”: მდინარაძემ იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის მიზეზი დაასახელა

{{ARTICLEIMAGE}}
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევას პოლიტიკური გადაწყვეტილება უწოდა. მისი თქმით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევა გუნდთან არ იყო შეთანხმებული და აქ მეორეხარისხოვანია ის საკითხი, რომ რეგლამენტი დაირღვა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოხდა გედევან ფოფხაძის არჩევა. 

“ეს იყო ყველაზე რბილი გადაწყვეტილება”,განაცხადა მდინარაძემ გედევან ფოფხაძის გაწვევის შესახებ საუბრისას. 

მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ გედევან ფოფხაძის გაწვევის წინააღმდეგი ფრაქციაში მხოლოდ სამი ადამინი იყო. 

შეკითხვაზე, დამარცხდა თუ არა ეკა ბესელია ამ გადაწყვეტილებით, მდინარაძემ თქვა, რომ “ეს არის პოლიტიკური პროცესი, არავინ იმარჯვებს და არავინ მარცხდება”.

რაც შეეხება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, მდინარაძის თქმით, მას გუნდი შეარჩევს და სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ვინაობაც. ფრაქციის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ ამ პოსტზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურაც განიხილება. 

ბესელის მიერ შერჩეულ ფოფხაძეს “ქართულმა ოცნებამ” იურიდიული კომიტეტი დაატოვებინა

“დაწყნარდით, გაიღიმეთ ყველამ”: ბესელიამ იურიდიული კომიტეტის ბოლო სხდომა ჩაატარა (ვიდეო)

ბესელიას ყოფილი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე გახდა

ყველაფერი ამით არ დასრულებულა:ეკა ბესელიას ანონსი

“გაიარ-გამოიარე და მერე შემოდი”: დაპირისპირება ეკა ბესელიასა და სოფიო კილაძეს შორის (ვიდეო)

პრემიერმა ბესელიას გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა