“მანდ სადღაც ჩემი თვალი გდია და შემინახეთ რა”- ასე მიმართავს მაკო გომური, დასუფთავების სამსახურს, რომელმაც რამდენიმე საათისწინ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია კარვებისგან მოასუფთავეს.
“პარლამენტის წინ თუ ალაგებთ,თვალი გდია მანდ სადღაც ჩემი და თუ ნახეთ,შემინახეთ რა,ოკ?”- წერს მაკო გომური სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მერიის დასუფთავების სამსახურმა ნაგვის მანქანებით კარვები და ბანერები გაიტანეს. პარლამენტთან ასევე დააკავეს სამოქალაქო აქტივისტებიც.