პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი მის ახალ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით მედიასთან განმარტებებს აკეთებს. მისი თქმით, კომიტეტის თავმჯდომარეობა მისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა.
“კომიტეტის თავმჯდომარეობა ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ამას არანიარად არ განვიხილავ, როგორც დაწინაურებას. ჩემი გადმოსახედიდან მანქანა, კაბინეტი და სხვა სიკეთეები ჩემთვის არადსროს არ ყოფილა უცხო.
ამ ხალხს უნდა, რომ ქონდეთ უმცირესობის დიქტატურა, რაც არ გამოუვათ. ჩვენ ქვეყანაში ხელისუფლებები მოვლენ და შეიცვლებიან მხოლოდ არჩევნების გზით და ამას გადაწყვიტავს ხალხი და არა ათასი ან ათას ხუთასი ადამიანი”-აცხადებს წილოსანი.