“მაპატიეთ, ნამდვილად არ მახსოვდა” – ხათუნა ხოფერია საზოგადოებას ბოდიშს უხდის

ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში 2007 წელს სალომე ზურაბიშვილისა და მარიკა ლორთქიფანიძის დაპირისპირებას გამოეხმაურა. ხათუნა ხოფერია წერს, რომ ბოდიშს უხდის ყველას, ვისთვისაც ოდესმე სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა უთხოვია:

„ნამდვილად არ მახსოვდა….მინდა პატიება ვთხოვო ყველა იმ ადამიანს, ვისაც ვთხოვე მხარი დაეჭირა სალომე ზურაბიშვილისთვის!
მაპატიეთ!….ესეც გაივლის……“ – დაწერა ხათუნა ხოფერიამ სოციალურ ქსელში. 

მარიამობის დღესასწაულისთვის 34 პატიმრის შეწყალება სალომე ზურაბიშვილის მიერ ხმაურიანი აღმოჩნდა.