ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც შვილს და “სირცხვილიას” ერთ-ერთ ორგანიზატორს მარიამ გეგუჩაძეს მიმართავს.
“ყალბ სქრინებზე რომ აღარ იწვალოთ, მე ახლა საჯაროდ მოგიყვებით რას ვეუბნები მარიამს.
მარიამ, ერთი ნაბიჯით უკან არ დაიხიო. პიკეტირება, სირცხვილიას კორიდორების გაკეთება, დისკომფორტის შექმნა არის აუცილებელი. გახარია ვერ უნდა გახდეს პრემიერი, ბიძინა უნდა მიხვდეს რომ ვერ გიყიდით, ვერ გაგაჩუმებთ! ამიტომ ბოლომდე მიაწექი. ყველაფერი გააკეთე რომ ეს დაცინვა არ შერჩეს ოლიგარქს!
დაიკიდე რომ გაძახებენ ჩემს ნაციონალობას:) მშობლების წამოძახება არის უკიდურესი ქოცობა და ამიტომ ორი ყურის პრინციპით იხელმძღვანელე!
შენი გზა გაქვს და იარე ბოლომდე!”-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში “სირცხვილიას” ორგანიზატორების მარიამ გეგუჩაძისა და შოთა დიღმელაშვილის გაყალბებული მიმოწერა გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც ისინი თითქოს აქციის ორგანიზებაზე საუბრობდნენ, რომელშიც ნაციონალური მოძრაობაც იყო ჩართული.