მარიამ კუბლაშვილი ბოკუჩავას და ხოშტარიას შეუფერებელი ზნეობის მქონე დეპუტატებს უწოდებს-ადვოკატის მორიგი სკანდალური განცხადება

მე არ გადავუხდი ხელფასს ქვეყანაში მუდმივად არეულობის და დესტაბილიზაციის დამგეგმავ, შეუფერებელი ქცევისა და ზნეობის მქონე დეპუტატებს- ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” ქალი დეპუტატები შეუფერებელი ზნეობის მქონეებად მოიხსენია. ადვოკატის სკანდალური პოლიტიკური განცხადება და დეპუტატების გაშარჟებული ფოტო ადვოკატის მის პირად ფეისბუქის გვერდზე გამოჩნდა.

“უარს ვაცხადებ გადასახადების გადახდაზე‼️მე არ გადავუხდი ხელფასს ამ უმსგავსობას‼️მე არ გადავუხდი ხელფასს ქვეყანაში მუდმივად არეულობის და დესტაბილიზაციის დამგეგმავ, შეუფერებელი ქცევისა და ზნეობის მქონე დეპუტატებს”-წერს კუბლაშვილი.