სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძესა და მის ადვოკატს დებატებში იწვევს.
კუბლაშვილმა ეთერისთვის „მთავარი არხი“ აარჩია და მის წამყვანსა და დირექტორს ნიკა გვარამიას ეთერის დათმობის თხოვნით მიმართა.
“მე ვირჩევ ნიკას, ვინაიდან ის არის კვალიფიციური იურისტი და შემდეგ ჟურნალისტი, ბევრად კომფორტულია ჩემთვის მის მწვავე და თუნდაც, მიკერძოებულ კითხვებზე პასუხის გაცემა, ვიდრე, ახსნა, თუ რატომ არ არის კითხვა რელევანტური. აქვე, უნდა მომეცეს საშუალება დავუსვა ამომწურავი კითხვები თამთას და არ შევიზღუდო დროში”, -წერს კუბლაშვილი.