მარჯანიშვილის მეტროსთან ორი მამაკაცი დაჭრეს

მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მამაკაცი დაჭრეს , ისინი სავარაუდოდ მამა-შვილი არიან.

დაჭრილები ალადაშვილი კლინიკაში არიან გადაყვანილები,მათი მდგომარეობა სტაბილურია.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7-ე ნაწილითა და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს.