მამა გიორგი მამალაძის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ციხეში არასათანადო პირობებში იმყოფება. დეკანოზმა გიორგი მამალაძემ გლდანის პენიტენციური დაწესებულებიდან ექსკლუზიური ინტერვიუ „პალიტრანიუსს“ მისცა.
„მარჯვენა ხელს და ფეხს ვერ ვგრძნობ. სულ წოლა მიწევს. ეტლს, სამწუხაროდ, ვერ ვიყენებ. პერსონალი კარგი ხალხია, უბრალოდ, თავადაც შეზღუდვები აქვთ. ზოგადად არ არის კარგი პირობები, ჩემნაირი ავადმყოფი აქ არ უნდა იწვეს, მაგრამ ამას ეს პერსონალი ვერ მოაგვარებს, სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ასეთ დაწესებულებებს”, – განაცხადა მამალაძემ.