მარნეულში ორი წლის ბავშვი თერმული დამწვრობის შედეგად გარდაიცვალა.
ექიმების ინფორმაციით, ბავშვი კლინიკაში დაგვიანებით მიიყვანეს, როცა მას უკვე შოკური მდგომარეობა აღენიშნებოდა.ბავშვს სხეულის 80% ჰქონდა დამწვარი.
არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანს ცხელი წყალი გადაესხა და სახლში მალამოებით მკურნალობდნენ.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.