ქვემო ქართლის რწმუნებული-გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტში 15 ათასი ადამიანი შემოწმდა. მათგან ტემპერატურა 4-ს აღენიშნებოდა, თუმცა კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
,,ორი დღეა ფართო მასშტაბიანი სკრინინგი ტარდება. პირველი სიმპტომი არის ტემპერატურა. ექიმების ჩართულობით, ყველა ოჯახს ვიკვლევთ 15 000 ადამიანი შემოწმდა დღეს. ბოლნისში 15 ბრიგადა მუშაობს, რომლის შედეგებიც ცოტახანში მექნება. მარნეულში 15 000 ადამიანიდან 4 -ს ჰქონდა ტემპერატურა, რომელთა გადამოწმების შემდეგ არ იყო სიმპტომატიკა“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 23 მარტს ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალტეტებში კარანტინი გამოცხადდა. ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა მკაცრად რეგულირდება. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში 62 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას 1700-მდე ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.