მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. ყიზილაჯლოში ფერმერ ილგარ გახაჯოვს დაახლოებით 130 მდე მსხვილფეხა პირუტყვი დაეხოცა. ინფორმაციას და კადრებს მარნეული ტვ ავრცელებს. სავარაუდო მიზეზად მოწამვლა სახელდება. ილგარ გახაჯოვის თქმით მისმა ძმიშვილმა ვეტაფთიაქში წამალი კრეოლინი შეიძინა, ამ წამლით ძროხები დაბანა და დაახლოებით ათ წუთში პირუტყვის უმრავლესობა დაიხოცა. როგორც მეპატრონეები ამბობენ, თითო ძროხაში ათასიდან ორიათას ლარამდეა გადახდილი. ადგილზე სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი მივიდა. მისი განცხადებით ტერიტორია უნდა შემოიღობოს და დახოცილი პირუტყვის განადგურება მოხდეს.