მარნეულში მომხდარ დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შუახნის მამაკაცი დააკავეს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა მარნეულში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცივი იარაღით ერთი პირი დაჭრა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.