მარსელის საავადმყოფოდან 2.000 სამედიცინო ნიღაბი მოიპარეს

საფრანგეთის ქალაქ მარსელში უცნობმა პირებმა საავადმყოფოდან 2 000 სამედიცინო პირბადე მოიპარეს. ამის შესახებ ფრანგული პრესა წერს.

საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია და დგინდება იყვნენ თუ არა დანაშაულში ჩართული ექიმები.

ადმინისტრაციამ ყველა თანამშრომელს წერილი გაუგზავნა, სადაც შეახსენა, რომ  სამედიცინო ნიღბები მხოლოდ საავადმყოფოსთვის არის განკუთვნილი.