სოციალურ ქსელში ვრცელდება ქალი მძღოლის ისტორია, რომელიც მანამდე დალაგებელი იყო.
57 წლის ავტობუსის ქალი მძღოლი მაია კოშაძეა. როგორც აღმოჩნდა, ის მანამდე სატრანსპორტო კომპანიაში დამლაგებლად მუშაობდა. მანქანის მართვის პირველი გამოცდილება მან ტრაქტორზე მუსაობისას მიიღო.
“57 წლის ვარ, 58-ის გავხდები მალე. სანამ აქ მოვიდოდი, სატრანსპორტო კომპანიაში დამლაგებლად ვმუშაობდი. მერე, ევროკავშირმა დააფინანსა 25 ქალი მძღოლის მომზადება თავიანთი ხარჯებით და მეც მოვხვდი. ცოტა გამოცდილება მქონდა, სკოლის დამთავრების შემდეგ, 3 თვე ტრაქტორზე ვიმუშავე. ასაკი შეზღუდული არ იყო, ახალგაზრდებიც გვყავდა. 25-დან 21 დავრჩით საბოლოოდ. შემოსავალიც გამეზარდა – 460 ლარი მქონდა დამლაგებლად, ახლა 1000 ლარზე მეტიც გამომდის. ძალიან მარტივი არაა საქმე, მაგრამ ისეთიც არაა, ვერ შეძლო. – ამბობს მაია კოშკაძე.
ქალებისთვის ავტობუსის მძღოლის სასწავლო კურსის განხორციელება გასული წლიდან დაიწყო და კურსის დასრულების შემდეგ ქალები ავტობუსის რამდენიმე ხაზზე მძღოლებად დასაქმდნენ. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში სულ 1400-მდე მძღოლია დასაქმებული.