ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკური პატიმარია – ეს განცხადება პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელმა, გუბაზ სანიკიძემ გააკეთა.
გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ოქრუაშვილის დაკავებით სერიოზული შეცდომა დაუშვა. სანიკიძე არ გამორიცხავს, რომ ოქრუაშვილის გარდა, კიდევ სხვა ოპოზიციონერი ლიდერებიც დააკავონ.
„ეს არის ძალიან სერიოზული შეცდომა ბიძინა ივანიშვილის, რომელიც საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს მისთვის, სახეზე გვაქვს პირველი, პოლიტიკური პატიმარი, როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერი და მარტო ირაკლი ოქრუაშვილზე გაჩერდება თუ დანარჩენებსაც მოგვაკითხავს, ეს უკვე მისი ტაქტიკის საქმეა. ფაქტი არის, ეს, რომ ეს კაცი ჭკუაზე არ არის და არის სახიფათო ამიტომ ქვეყნისთვის. მას აქვს ფსიქიკური აშლილობა, ის არის გაბოროტებული და თან აქვს სისხლიანი საშინაო დავალება ვლადიმერ პუტინის მხრიდან,“ – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.