მარტვილის ბაღიდან ინტოქსიკაციით 15 ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს

მასიური ინტოქსიკაცია სამეგრელოში-სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მარტვილის ბაგა-ბაღიდან 15 აღსაზრდელი ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მე-2 საბავშვო ბაგა- ბაღში აღსაზრდელების ინტოქსიკაციის შესახებ.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 15 -მდე ბავშვი გადაყვანილია მარტვილის საავადმყოფოში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან და ბაგა- ბაღის კვების ბლოკში განახორციელებენ ინსპექტირებას, აგრეთვე აიღებენ ნიმუშებს ლაბორატორიული კვლევისთვის.

შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას” – აღნიშნულია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.