მარტვილში ქვის საამქროში მუშა დაიღუპა

მარტვილის რაიონში, სოფელ სალხინოში, ქვის საამქროში მომუშავე მუშა დაიღუპა.

მამაკაცი სავარაუდოდ, ქვის დამშლელ მექანიზმში ჩავარდა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.

დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 240-ე მუხლით, რაც სამთო – სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.