მაშველებმა ცაგერში, ცხენისწყლის არხში გადავარდნილ მანქანაში მყოფი მესამე ადამიანის ცხედარიც იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები, რომელშიც მყვინთავთა ჯგუფები მონაწილეობდნენ, დღეს დასრულდა.
,,ადგილზე სამი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სამაშველო ღონისძიებები. მაშველებმა პირველსავე დღეს იპოვეს ერთი გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი. მეორე დღეს მოხერხდა კიდევ ერთი გარდაცვლილი მოქალაქის პოვნა. საძიებო სამუშაოები კი, საბოლოოდ დღეს დასრულდა, როცა მაშველებმა ავტომობილში მყოფ მესამე მამაკაცის ცხედარს მიაკვლიეს”,- წერია უწყების განცხადებაში.
23 იანვარს, სოფელ ჩხუტელასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომობილი ცხენისწყლის არხში გადავარდა და დინებამ წყალგამტარ გვირაბში შეიტანა. ავტომობილში 3 მამაკაცი იმყოფებოდა.