მაშველებმა ცხენისწყლის არხში ავტოავარიისას გადავარდნილი ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ერთს ეძებენ

ცაგერში, სოფელ ჩხუტელში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველები მდინარე ცხენისწყლის არხში ავტოავარიისას ჩავარდნილ 3 კაცს ეძებდნენ, რომელთაგან 2-ის ცხედარი იპოვეს, ერთს კი კვლავ ეძებენ.

დღეს დილიდან სამძებრო სამუშაოებში სპეცტექნიკა და მყვინთავები ჩაერთნენ.

მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ცხენისწყლის არხში გუშინ ღამით ჩავარდა. მასში სამი მამაკაცი იმყოფებოდა. ისინი დინებამ გაიტაცა.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.