მაშველებმა ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი მეშვიდე მგზავრის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია დასრულებულდა.
შეგახსენებთ, თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა 27 ივლისს მოხდა. “კამაზის” ტიპის მანქანა რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. რამდენიმე მგზავრმა მანქანიდან გადმოხტომა და თავის გადარჩენა შეძლო. 5 მგზავრი იმავე დღეს ხევში გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო მეორე დღეს მაშველებმა კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი ამოიტანეს.
დაღუპულებს შორის არის არასრულწლოვანიც. შემთხვევის შედეგად დაშავდა ხუთი ადამიანი, მათგან სამი საავადმყოფოში გადაიყვანეს.