მაშველებმა კოდორის ხეობაში რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს

კოდორის ხეობაში დაკარგული რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს. მაშველები თემურ ძეიდოევს 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.

შემთხვევა 10 ოქტომბერს მოხდა. მამაკაცი მდინარე კოდორის დინებამ მაშინ გაიტაცა, როდესაც ის ტურისტების ჯგუფთან ერთად გულრიფშის რაიონის სოფელ ჯამპალს ლაშქრავდა.