მაშველებმა მდ.ჭოროხიდან 32 წლის მამაკაცი და ძაღლი გადაარჩინეს

ხელვაჩაური – სოფელი თხილნარი. მდინარე ჭოროხიდან მეხანძრე-მაშველებმა 32 წლის მამაკაცი და ძაღლი უვნებლად გამოიყვანეს.წყლის დონის მომატების შედეგად, მამაკაცი, საკუთარ ძაღლთან ერთად, ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე შემორჩა და ნაპირზე დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა.შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ხელვაჩაურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.