მაშველებმა თეთნულდზე დაკარგული ორი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს, ერთი კი დაშავებულია

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა  საძიებო სამუშაოების შედეგად, სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტი იპოვეს.

ბელორუსიის ორი მოქალაქე გარდაცვლილია, ხოლო ერთი –  დაშავებული.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაშავებული ტურისტის  ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში 3 ტურისტი ქალის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება გუშინ, ღამით შევიდა. ხილვადობის აღდგენისთანავე, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფტრენი. ტურისტების პოვნა ცოტა ხნის წინ მოხერხდა და მაშველთა ჯგუფებს ისინი მესტიაში გადაჰყავთ.