გორის Fashion Week-ზე ხმაურია. დიზაინერი გიორგი მასხულია და წამყვანი ნინო ადამაშვილი პოლიციაში გადაიყვენეს.
ინციდენტის შემდეგ განმარტებები დაპირისპირებაში ჩართულმა მხარეებმა გააკეთეს, ვიდეო და ფოტო Qartli.ge-მ გაავრცელა.
როგორც ირკვევა დაპირისპირება რესტორან “მზიურში”, სადაც ღონისძიება იმართებოდა, პოს ტვ-ის გადამღები ჯგუფის გამოჩენას მოჰყვა.
ორგანიზატორები პოს ტვ-ის წამყვანის „რობერტო მავანის“ წასვლას ითხოვდნენ. ამ დროს, ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი სოსო კავკავაშვილი ცუდად გახდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მეორე დაპირისპირება პოს ტვ-ს წამყვან ნინო ადამაშვილსა და დიზაინერ გიორგი მასხულიას შორის მოხდა.
ადამაშვილი ამტკიცებს, რომ ის მასხულიამ თმით ითრია და ამის გამო პოლიცია გამოიძახა.
მასხულია და ადამაშვილი სამართლადამცველებმა პოლიციაში, გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
გორის „ფეშენ ვიკი“ სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მოდების ფესტივალი დღეს უნდა დახურულიყო თუმცა, ჩვენების დაწყებამდე ერთი საათით ადრე ინციდენტი მოხდა:„ფეშენ ვიკის“ ბანერის გადატანის დროს სატვირთოდან მუშა გადავარდა.
ინციდენტის გამო, ორგანზატორებმა შოუს დახურვა რესტორან „მზიურში“ დაგეგმეს, თუმცა მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო ღონისძიება ჩაიშალა.