მასობრივი დაკავებების გამო პარლამენტის წინ დღეს გადაცემის მაგივრად ისევ აქცია გაიმართება

20 ივნისის აქციის მონაწილეების წინააღმდეგ დაწყებული დევნის და მასობრივი დაპატიმრებების გამო პარლამენტის წინ დღეს ისევ საპროტესტო აქცია გაიმართება. საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა ბოლო დღეებში საზაფხულო რეჟიმზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღეს და აქციების ნაცვლად პარლამენტის წინ შეკრებას გადაცემის ფორმა მისცეს. თუმცა ბოლო დღეების მოვლენების და დაპატიმრებების გამო გეგმა შეცვალეს.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დღეს, სიმბოლურად, საღამოს 20 საათსა და 20 წუთზე რუსთაველის გამზირზე ისევ მასშტაბური აქცია გაიმართება. მათი მოთხოვნა უცვლელი რჩება – გადადგეს შს მინისტრი.

პარლამენტის წინ უკვე 38 დღეა, საპროტესტო აქციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.