ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა მასშტაბურ პროტესტში გადაიზარდა, გაფიცულ მაღაროელებს ტაქსის მძღოლები და მძღოლებიც შეუერთდნენ. ისინი ამ წუთებში საპროტესტო აქციას მართავენ და მსვლელობას აწყობენ.
ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა 15 მაისს დაიწყო. დასაქმებულები “ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციისგან ხელფასის 50%-ით გაზრდას და შრომის პირობების გაუმჯობესებასა, ასევე ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას ითხოვენ.
“ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობის თქმით, დღევანდელ პირობებში მაღაროელებისთვის ხელფასის 50%-ით მომატება არაადეკვატური მოთხოვნაა. ამის შემდეგ ჭიათურის მაღაროს მუშებმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს და შიმშილობა დაიწყეს. რამდენიმე მაღაროელმა კი პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.
ჭიათურის მაღაროში მუშაობა შეჩერებულია.