ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალებაპრეზიდენტის საპარლამენტო მდივან დიმიტრი გაბუნიასთან არის უშუალო კავშირში. ირმა ნადირაშვილის განცხადებით, მას საადვოკატო წრეებთან დაკავშირებული პირი დაუკავშირდა, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხები უშუალოდ დიმიტრი გაბუნიას შუამდგომლობით გვარდება. „
„ბოლო დღეების განმავლობაში „ევროპული საქართველოს“ რამდენიმე დეპუტატთან, მათ შორის ჩემთან, კონტაქტზე გამოვიდა წყარო, რომელიც დაკავშირებულია საადვოკატო წრეებთან. ამ წყაროს ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხები გვარდება უშუალოდ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას საშუალებით და შუამდგომლობით. ამავე წყაროს ინფორმაციით, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ პირის შეწყალებას, დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან დიმიტრი გაბუნიას და უშუალოდ მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, ანუ გადიან საკითხებს, რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული. ამ წყაროს არ აქვს ინფორმაცია, კონკრეტულად კორუფციულ საკითხებს გადის თუ არა დიმიტრი გაბუნია პრეზიდენტთან ერთად, მაგრამ აქვს ვარაუდი, რომ პრეზიდენტის გვერდის ავლით ასეთი საკითხების მოგვარება შეუძლებელია. ამ ინფორმაციის წყაროს დასახელებას არ ვაპირებ. სწორედ ეს ინფორმაცია მივიღე გაუთქმელობის დაპირებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართველოს პროკურატურას პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანოს ძალიან კარგად შეუძლია გაბუნიას საეჭვო კავშირების დადგენა”, – განაცხადა ნადირაშვილმა.