„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 24 დეკემბერს, ერთი დღით მსვლელობიდან იხსნება მატარებელი № 12/11 (18/17) თბილისი-ქუთაისი-ოზურგეთი.
ასევე იხსნება საგარეუბნო ელექტრომატარებელი №6448/6447 – ხაშური-ზესტაფონი და №635/636 ქუთაისი-საჩხერე.
„25 დეკემბრიდან ზემოაღნიშნული მატარებლები აქამდე არსებული განრიგით იმოძრავებენ. ყველა იმ პირს, ვინც აღნიშნულ რეისებზე შეიძინა სამგზავრო დოკუმენტი, საშუალება აქვთ ბილეთები დააბრუნონ „საქართველოს რკინიგზის“ ნებისმიერ სალაროში. ბილეთის საფასური 100%-ით ანაზღაურდება“,- აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.