“აუდიოჩანაწერი ფაბრიკაციაა. სასაცილოები არინ, რა ვთქვა, ისიც არ ვიცი. მათ უნდათ, რომ მამაჩემი ბოლომდე გაანადგურონ და თემირლანი, როგორც თვითონ ამტკიცებენ, ტერორისტად შერაცხონ. მამაჩემი ვინმეს მოკვლას რატომ დაგეგმავდა, მაშინ ამდენ ხანს ქუჩაში კი აღარ იდგებოდა და სამართალს მოითხოვდა. მეტი ვეღარაფერი მოიფიქრა სუს-მა და ახლა ამ ხერხს მიმართა,“ – ასე განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილმა ნატა მაჩალიკაშვილმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილის ტერორისტული აქტის განხორციელებას გეგმავდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. სუს-ის მტკიცებით, აუდიო ჩანაწერში, რომელიც ქისტურ ენაზეა, ვახა მაჩალიკაშვილი მის ძმისშვილს – ჰუსეინ მაჩალიკაშვილს, ესაუბრება.