მავთულით ჩამოკიდა ჰასკი და ხელკეტით ყბის ძვლები ჩაუმსხვრია-ელიზბარაშვილი შსს-ს მიმართავს

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ფეისბუქ გვერდზე ჰასკის ფოტო გამოჩნდა, რომლსაც ყბის ძვლები აქვს გატეხილი.

როგორც  გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჰასკის ჯიშის ძაღლი ნაწამებია და ის  ჭოპორტიდან მიიყვანეს  მათ თავშესაფარში. მათი ინფორმაციით,  ჭოპორტის მაცხოვრბელმა კაცმა თავის თანამზრახველთან ერთად ჰასკის ჯიშის ძაღლი მავთულით ჩამოკიდა და ხელკეტით ყბის ძვლები ჩაუმსხვრია.

ელიზბარაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და ძაღლის წამების გამოძიებას მოითხოვს.

„მავთულით ჩამოკიდა ეს ჰასკი და ხელკეტით ყბის ძვლები ჩაუმსხვრია.

ძაღლი ქალბატონ ელენე ათაბეგაშვილმა წუხელ გვიან ჭოპორტიდან ჩამოიყვანა ჩვენთან თავშესაფარში.

დილით გვყავდა ვეტ-კლინიკა აიბოში. ყბის ძვლები სულ დალეწილია. ჭამას ვერასოდეს შეძლებს. თუ სასწაული არ მოხდა მოგვიწევს ძაღლის დაძინება.“- აღნიშნულია ფეისბუქზე განთავსებულ ინფორმაციაში.