თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრაში ბრალდებული 51 წლის ქალი, დუმილის უფლებას იყენებს. ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა ნათია პაჭკორიამ განაცხადა.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. შესაბამისად, მე მოკლებული ვარ შესაძლებლობებს, ვრცელი კომენტარი გავაკეთო.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და შემდეგ მოგცემთ კომენტარს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, გარკვეული სტრატეგია შევაჯერეთ“, – განუცხადა ადვოკატმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, 27 აგვისტოს თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანი ქალმა ბასრი საგნით სახის არეში დაჭრა. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ოპერაცია ჩაუტარდა. პოლიციამ 51 წლის ქალი დააკავა.