მცირეწლოვანმა დედამ შვილზე იძალადა – ბავშვი დაჭრილია გულ-მკერდის არეში

მარნეულის სოფელ ნორგიულში (ე.წ. მირზოევკაში), მცირეწლოვანმა დედამ 3 წლის ბავშვს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევის დროს ბავშვს ხელში მაკრატელი ეჭირა, რომელიც დაცემისას გულ-მკერდის არეში შეერჭო.არსებული დაზიანებით ბავშვი “ავერსის” კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარება მძიმეა. მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებლობით მძიმე დაზიანებას გულისხმობს.