მძღოლებს, რომლებსაც ტაქსის მანქანების გადაღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერები გაუნულდათ, მათ ასაღებად დამატებით 2-კვირიანი ვადა მიეცემათ.ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„როდესაც ავტომობილი გაივლის ტექნიკურ დათვალიერებას, ორი კვირის განმავლობაში მძღოლები უფლებამოსილნი არიან, მიმართონ შესაბამის კომპანიას და აიღონ, როგორც გადაღებვის და ფირის გადაკვრის, ასევე ქიმწმენდის ვაუჩერები.
ჩვენ გვქონდა შეხვედრა საინიციატივო ჯგუფთან და კომუნიკაციის ფარგლებში ირკვევა, რომ არის დაახლოებით 1500-მდე ტაქსის მძღოლი, ვინც ეს ორკვირიანი ვადა გაუშვა გარკვეული მიზეზების გამო. მათ წესით და კანონით ეს ვაუჩერები ერგებოდათ, მაგრამ იმის გამო, რომ ამ ორკვირიან ვადაში არ მიმართეს შესაბამის კომპანიას, გაუნულდათ ეს ვაუჩერები. მივიღეთ გააწყვეტილება , რომ მათ ვაუჩერის მიღების ვადა გავუხანგრძლივოთ. 1500 მძღოლს ექნება შესაძლებლობა პირველი მაისიდან 15 მაისის ჩათვლით მიმართონ კომპანიას და მიიღოს ვაუჩერები,“ – კახა კალაძემ.
კალაძის განცხადებით, ტაქსების რეფორმა გეგმის მიხედვით მიდის, ხოლო მერია პარალელურად აგრძელებს ტაქსის მძღოლებთან კმოლაპარაკებებს.