კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნახსენები მძღოლს რომელიც ყვითელ მიკროავტობუსში სიგარეტს ეწეოდა შეუჩერა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ერთი თვით ხოლო განმეორებით შემთხვევაზე მას კონტრაქტს შეუწყვეტენ.
„მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 27 ივლისს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გავრცელდა ვიდეო, სადაც 42 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლი ეწევა სიგარეტს.
კომპანიის მონიტორინგის სამსახურმა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დაუყოვნებლივ შეუჩერა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ერთი თვის ვადით, ხოლო განმეორებით შემთხვევაზე „თბილისის მიკროავტობუსის“ შიდა სანქციების მიხედვით, მას კონტრაქტის შეწყვეტა ემუქრება.
კომპანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს, მსგავსი ინციდენტების შესახებ ინფორმაციის ცხელ ხაზზე დაფიქსირებას, ხოლო თავის მხრივ „თბილისის მიკროავტობუსის” მენეჯმენტი აფიქსირებს საკუთარ კატეგორიულად მიუღებელ პოზიციას მსგავსი შემთხვევების მიმართ“, -აღნიშნულია განცხადებაში.
“42 ნომერი “მარშუტკა”…მიდი, ვაჟკაც, იგულავე… ასეთი რაღაც ევროპულ ქალაქში წარმოგიდგენიათ? ” – ვიდეოს ავტორი კალაძისგან პასუხს ითხოვს (ვიდეო)