მე-4 სართულიდან გადმოვარდნილი 16 წლის გოგონა, კლინიკა ,,რუსთავში” გარდაიცვალა.
შემთხვევა გუშინ ღამე, რუსთავში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.
დაშავებეული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში მძიმე მდგომარეობით გადაიყვანა. შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებების გაწევის მიუხედავად,
მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.