“მე არ მეპარება ეჭვი მის გულწრფელობაში”- ასე გამოეხმაურა მეუფე პეტრე გიორგი გაბუნიას სკანდალურ აღიარებას. დღეს „პოსტფაქტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ მონოლოგში გაიხსენა საკუთარი ისტორია და თქვა რომ სასულიერო პირი ერთ-ერთ ეკლესიაში სექსუალურად ავიწროებდა.
„მე არ მეპარება ეჭვი მის გულწრფელობაში და ჩემთვისაც არ არის უცხო. მე გულისხმიერად მოვეკიდე გიორგი გაბუნიას ამ აღიარებას. მივმართავ ჩემს უფროს ძმას, ქრისტესმიერს, მიტროპოლიტ იობს, გაითვალისწინოს მისი სიყმაწვილეში დაბრკოლება საქართველოს ეკლესიაში სასულიერო პირის მხრიდან და გიორგი გაბუნიას მოუხსნას წყევლა-კრულვა“, – განაცხადა პეტრე ცაავამ.