ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. რადას სხდომათა დარბაზში ქვეყნის რიგით მეექვსე პრეზიდენტმა სახარებაზე ფიცი დადო, რის შემდეგაც მას უკრაინის პრეზიდენტის სიმბოლიკა – გერბიანი ბეჭედი, ჯაჭვი და მოწმობა გადასცეს.
ფიცის დადების შემდეგ, ვლადიმერ ზელენსკი სიტყვით გამოვიდა და მთავარ ამოცანად დონბასში ცეცხლის შეწყვეტა დაასახელა. მისი განცხადებით, რუსეთთან დიალოგი მხოლოდ უკრაინელი ტყვეების გათავისუფლებით დაიწყება.
“არ მინდა, რომ თქვენს კაბინეტებში ჩემი პორტრეტი ეკიდოს. პრეზიდენტი არც ხატია და არც კერპი. დაკიდეთ თქვენი შვილების ფოტოები და თითოეული გადაწყვეტილების მიღებამდე ჯერ მათ ჩახედეთ თვალებში,“ – ეს სიტყვები ვლადიმერ ზელენსკიმ საკუთარ ინაუგურაციაზე წარმოსთქვა.
მან უკრაინის რადას უახლოეს მომავალში სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნასა და უკანონო გამდიდრებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგბელობის დაკისრების შესახებ კანონების მიღება მოსთხოვა. ასევე, უშიშროების საბჭოს, გენპროკურორისა და თავდაცვის მინისტრების მოხსნისკენაც მოუწოდა.
„ძვირფასო დეპუტატებო, თქვენ ინაუგურაცია დანიშნეთ ორშაბათს, სამუშაო დღეს. ამაში მე ერთ პლუსს ვხედავ – ანუ თქვენ მზად ხართ მუშაობისთვის. ამიტომ გთხოვთ მიიღოთ კანონი დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმების შესახებ, კანონი უკანონო გამდიდრებისთვის სისხლის სამართლის დევნის შესახებ; მრავალნატანჯი საარჩევნო კოდექსი. ასევ გთხოვთ, გაათავისუფლოთ თანამდებობებიდან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, უკრაინის გენერალური პროკურორი და უკრაინის თავდაცვის მინისტრი. დასაწყისისთვის ეს საკმარისია. თქვენ გექნებათ ორი თვე. მიიღეთ ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ჩამოკიდეთ მედლები. გამოიმუშავეთ კარგი ქულები ვადამდელი არჩევნებისთვის. მე ვითხოვ უკრაინის მერვე მოწვევის უმაღლეს რადას. დიდება უკრაინასმე არ მესმის ჩვენი მთავრობის, რომელიც მხოლოდ ხელებს შლის და ამბობს, რომ არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ეს არ არის სიმართლე. შეგიძლიათ! თქვენ შეგიძლიათ, აიღოთ ფურცელი, კალამი და გაათავისუფლოთ ადგილები მათთვის, ვინც ფიქრობს მომავალ თაობებზე და არა მომავალ არჩევნებზე. გააკეთეთ ეს და ხალხი ამას დააფასებს“, – განაცხადა ზელენსკიმ