“მე არ შემიძლია შევიგინო, ვთათხო, ჩემი იარაღი არის ეს”- არქიმანდრიტი ბართლომე წყევლაზე

“როდის დამიწყევლია და ვინ დამიწყევლია თქვენ ჩემზე კარგად იცით და რატო დამიწყევლია შემიძლია გითხრათ. მე ვთვლი, რომ ადამიანი თავის საქმეს უნდა აკეთებდეს. მე არ შემიძლია შევიგინო, არ შემიძლია ვლანძღო, ვთათხო. ჩემი იარაღი არის ეს, რომ ადამიანი მოვიდეს გონზე” –  ასე ხსნის არქიმანდრიტი ბართლომე იმ ფაქტს, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი ჰყავს დაწყევლილი. ამის შესახებ მან პოსტფაქტუმთან ინტერვიუში ისაუბრა.

25 ოქტომბერს არქიმანდრიტმა ბართლომემ კომენტარში დაწერა, რომ ოპერის მომღერალ ანიტა რაჭველიშვილს “ყელის კიბო უშველიდა”. ამ განცხადების შემდეგ, მან თქვა, რომ რაჭველიშვილი არ დაუწყევლია და ეს განცხადება მომღერლის “ისტერიულმა” ქცევამ გამოიწვია.

ანიტა რაჭველიშვილმა ბერა ივანიშვილი შეურაცხმყოფელად მოიხსენია და გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მან 1,1 მილიონი დოლარი გადარიცხა ამაზონის ტყის დასახმარებლ