“მე და ბოკერია ორკაციან კამერაში ჩაგვსვით და ნუ შემოიხედავთ ცოტა ხანი“-ვასაძე

ლევან ვასაძემ თავის ვიდეო მიმართვაში მისი დაკავება არ გამორიცხა. მან დაპატიმრების შემთხვევაში ძალოვან უწყებებს სთხოვა “ევროპული საქართველოს” ერთ–ერთ ლიდერთან, გიგა ბოკერიასთან ერთად მოათავსონ ორკაციან კამერაში და ცოტა ხანი მათთან არავინ შეიხედოს.
“თუ დამაპატიმრებთ, ერთი პატივი დამდეთ. იმედია იმას მაინც მიხვდებით, რომ მე თუ დასაპატიმრებელი ვარ მაშინ გიგა ბოკერია მაგალითად არის დასაპატიმრებელი, ვინც არის იდეოლოგი ამ არეულობის მცდელობისა. ერთი თხოვნა მაქვს, ორკაციან კამერაში ჩაგვსვით და ნუ შემოიხედავთ ცოტა ხანი. მერე მართლა გექნებათ ჩემი დაპატიმრების ლეგალური მიზეზები. ამას ვამბობ ყოველგვარი იუმორის გარეშე” – ამბობს  ვასაძე.