“მე და ჩემი შემოქმედებითი ჯგუფი ვუერთდებით სამართლიან პროტესტს”- პირველი არხის წამყვანი

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “ღამის შოუ პირველზე” წამყვანის მიმართვით დაიწყო. წამყვანმა ბაჩო ქაჯაიამ მხარდაჭერა გამოუცხადა საზოგადოების პროტესტს და დაგმო რუსი დეპუტატების  ვიზიტი პარლამენტში. 

წამყვანის განცხადებით, შემოქმედებითი ჯგუფი ასევე გმობს 20 ივნისს  აქციის დაშლის რა ფორმას.

ტელემიმართვისას, ბაჩო ქაჯაიას ანტისაოკუპაციო, მავრთულხლართებიანი  მაისური ეცვა, რომელსაც “რუსეთი ოკუპანტია” ეწერა.