მე დავყრიდი ყველაფერს, გავიქცეოდი, წავიყვანდი მთელ მთავრობას და ყველაფერს 1 საათში გააკეთებინებდი- მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)

,,გუდაურში 5 დღე არ არის წყალი და ხელისუფლება მცხეთაში ქეიფობს – მე დავყრიდი ყველაფერს, გავიქცეოდი, წავიყვანდი მთელ მთავრობას და ყველაფერს 1 საათში გავაკეთებინებდი”,- ამბობს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ,,ფეისბუქ” გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

მისი თქმით, სამთო კურორტების პერსპექტივები და შემოსავლები კორუფციისა და ივანიშვილის ბოღმის გამო იკარგება.

,,ახლა იკარგება არამხოლოდ შემოსავლები, ამ წუთას, არამედ იკარგება პერსპექტივები ჩვენი კურორტებისთვის. ბაკურიანში წყალი თითქმის არავის არ აქვს, გარდა გამგებლის პირადი სასტუმროსი, გაჩერდა ის პროექტები, რომელიც მე დავიწყე. სვანეთში მე ავაშენე კურშაველის სიდიდის სათხილამურო კურორტი, რომელიც იქნებოდა ყველაზე დიდი სათხილამურო კურორტი და ყველაზე დიდი ევროპაში, როგორც მინიმუმ. უზარმარზარი რეკლამა გავაკეთეთ, საბაგიროებიც ჩამოვიტანეთ, გააჩერეს, გზებიც გააჩერეს, ყველაფერი, კორუფციის გამო, ივანიშვილის პირადი ბოღმის გამო”,- აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

სააკაშვილი ვიდეოში აღნიშნავს, რომ შეუძლებელია საკურორტი ადგილებზე ხალხი ღარიბი იყო, იქ ჩამსვლელთა რაოდენობა კი 8-ჯერ უნდა გაზრდილიყო.