“მე იმ აეროპორტში დავბრუნდი, საიდანაც გამიშვეს” – სააკაშვილი უკრაინაშია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევშია. ის ბორისპოლის აეროპორტში იმყოფება.სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნების მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ ის ქვეყანაში დაბრუნდა იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოს უკრაინის აღმშენებლობაში.მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ახალარჩეულ პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის მოქალაქეობის დაბრუნებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მე მინდა ყველას მივესალმო. რთულია გადმოვცე ემოცია, მავსებს ემოციები ამ ადამიანების დანახვის შემდეგ. მე იმ აეროპორტში დავბრუნდი, საიდანაც გამიშვეს.მე არ ჩამოვსულვარ აქ რომ ვინმეს სამაგიერო გადავუხადო. მე აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ ვაკეთო საქმე, მე ოდესაში შევძელი რაღაცეების გაკეთება, მაგრამ მე არ მომცეს ბოლომდე ჩემი გეგმების განხორციელების საშუალება. მე მინდა მონაწილეობა მივიღო ახალი უკრაინის მშენებლობაში, იმ რამდენიმე მილიონ უკრაინელთან ერთად რომლებიც იმყოფებიან აქ. ჩვენ არ გვაქვს დრო ვიცადოთ 50 წელი,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.