საქართველოს პრეზიდენტმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, რომ ის კონსტიტუციის გარანტორი თავად არის.
“ჩვენი მიზანი არის, რომ ახალი კონსტიტუციისთვის ახალი პირობები, ჩარჩო შევქმნათ. ფაქტიურად, მე ამ კონსტიტუციის გარანტორი და დამცველი ვარ. ამის სხვა ალტერნატივა საქართველოს არ აქვს, არც ხელისუფლებას და არც მოსახლეობას”- აცხადებს ზურაბიშვილი.