“მე მაქვს ეჭვი რომ ფულს აკეთებს სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე”-ალეკო ელისაშვილი

“მე მაქვს ეჭვი რომ ფულს აკეთებს სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე, პირდაპირ გეუბნებით იმიტომ რომ დანარჩენი არგუმენტი არ არსებობს”- ეს განცხადება ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტის მიერ მარიკა ლორთქიფანიძის 18 წლის შვილიშვილის მკვლელის შეწყალების შესახებ დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში” გააკეთა.

ელისაშვილი მიიჩნევს, რომ შეწყალების კომისია თავის მოვალეობას ჯეროვნად ვერ ასრულებს.

“პრეზიდენტს ვინ მისცა შეწყალების უფლება, სასამართლოს სასამართლო კი არ არის, ეს არის შეწყალება რაღაცა ადამიანური საფუძველი უნდა ჰქონდეს შეწყალების გადაწყვეტილებას, მე მაქვს ეჭვი რომ ფულს აკეთებს სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე, პირდაპირ გეუბნებით იმიტომ რომ დანარჩენი არგუმენტი არ არსებობს და მოტივი, ამ საქმეს რომ ხელი მოკიდე რამ აგიჩუყა გული და რატომ გათავისუფლე, პოლიციის მკვლელობაში ბრალდებული ადამიანის საქმეს რომ ხელი მოკიდე, რამ აგიჩუყა გული და რატომ გადაწყვიტე ესე რომ მკვლელობაში ბრალდებულები გაგეთავისუფლებინა?!”-აცხადებს ალეკო ელისაშვილი.