“მე მგონია, რომ ივანიშვილი სისტემის მძევალი გახდა “-ეკა ბესელია

“მე მგონია რომ სისტემის მძევალი გახდა ივანიშვილი”-ეს განცხადება ეკა ბესელიამ ტელეკომპანია “კავკასიას” ეთერში გადაცემა “ბარიერში” გააკეთა.

ბესელიამ “ქართული ოცნებიდან წამოსვლის მიზეზებსა  და ყოფილ თანამებრძოლებთან პრინციპულ განსხვავებებზე ისაუბრა. მისთვის მთავარი პრობლემა,  მოსამართლეთა სია და ის კანონპროექტია, რომლის განხილვა პარლამენტში დღესაც მიმდინარეობდა.

დეპუტატმა ივანიშვილთან პოზიციების თანხვედრაზეც ისაუბრა.ბესელიას  აზრით, ბიძინა ივანიშვილი მოსამართლეთა კლანის მძევალია და სწორედ ამიტომ ვერ იღებს პრონციპულ გადაწყვეტილებას.

“ესეთი განცდა მაქვს მე პირადად, რომ ის ნაწილი მოსამართლეების, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროს ასრულებდა უკანონო დავალებებს, მათ ისე მოიძლიერეს თავი, რომ ამ სისტემის მძევალი გახდა ივანიშვილი”-განაცხადა ბესელიამ.

ბესელიამ სამომავლო პოლიტიკურ საქმიანობაზეც ისაუბრა და პროგნოზი გააკეთა, რომ “ქართულ ოცნებას” კიდევ რამდენიმე ადამიანი დატოვებს.