თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის თქმით, ურჩევნია რომ ვინმემ დაარტყას, ვიდრე აგინოს.
მისივე განცხადებით, ხაბეიშვილმა საკრებულოს წევრებს აგინა, ვიღაცებმა კი ეს, სამწუხაროდ, ვერ მოითმინეს.
,,მეც მირჩევნია ნამდვილად ვიღაცა მოვიდეს და დამარტყას, ვიდრე მაგინოს. დედები არ გყავთ, ცოლები არ გყავთ, თქვე არა კაცებო, ასე რომ მიმართავს, ძალიან ცუდია. ამას ფიზიკური დაპირისპირება არ უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ ვიღაცას უთმენს ნერვები და სიტყვიერად უბრუნებს პასუხს და ვიღაცამ სამწუხაროდ, ვერ მოითმინა ეს შეურაცხყოფა.
რომ დავჯდე სხდომაზე მივუბრუნდე და დედა შევაგინო და მიპასუხოს, ეს ხო ჩემი გამოხატვის თავისუფლება იქნება და რომ მიპასუხებს გაამართლებთ თუ გაამტყუნებთ? ხაბეიშვილმა ფაქტობრივად შეაგინა, თვე არაკაცებო, დედა არ გყავთ, ეს არის იგივე გინება, სამწუხაროა, მაგრამ ამას მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება”,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ენმ-ს საკრებულოს დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს 24 იანვარს საკრებულოს ქართული ოცნების წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირებაში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.