“მე თქვენ დაგასრულებთ”– ასე მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ნაციონალურ მოძრაობას.
“რაც შეეხება ყველაფერ იმას რაც აქ ითქვა, ერთმნიშნელოვნად მინდა აღვნიშო, ეს არის ჩვეულებრივი ენმ-ს სახე: ტყუილი, სიცრუე როდესაც ხდება სიმართლის ჩანაცვლება, მოდელირებული რეალობით ადამიანებზე ზემოქმედება, ამას თქვენ აკეთებდით არამხოლოდ 9 წელი, ამას თქვენ აკეთებთ დღესაც. ერთი რამ მინდა გითხრათ: არსად წასვლას ვაპირებ,მე თქვენ დაგასრულებთ,თქვენ დაგასრულებთ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი. ქუჩის ოპოზიცია ხართ და 2020-ში ქუჩაში დარჩებით..”, – განაცხადა გახარიამ.
გახარიას ამ განცხადების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა სხდომის შეწყვეტის ინიციატივა დააყენა.სამადაშვილმა ენმ-ს წევრები ითხოვდნენ, პარლამენტში შეეშვათ ის აქტივისტები, რომელთა სახელზე დაშვებულია საშვი და რომლებიც 20 ივნისის აქციაზე დაარბიეს, თუმცა აქტივისტები არ შეუშვეს.